გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

სკოლა: ქ. თბილისის #157-ე საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო დემეტრაშვილი, 01012010692
საგანი: ინგლისური ენა:
სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი, VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: წარსული მარტივი დრო, წესიერი და არაწესიერი ზმნები / The Past Simple Tense, Regular and Irregular Verbs
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ წარსულ განუსაზღვრელ დროში წესიერი და არაწესიერი ზმნების უკეთ გააზრება, დასწავლა და მართლწერა


აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი, მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.

ვიწყებ მოსწავლეებში წინარე ცოდნის გააქტიურებას. მოსწავლეებს ვახსენებ ნასწავლ დროებს, მათ შორის წარსულ განუსაზღვრელ დროს და ვთხოვ  მაგალითების დასახელებას.

  როგორ მოქმედებას გამოხატავს ზმნა?
  წარსული განუსაზრვრელი დრო როგორ იწარმოება და რა დროს გამოხატავს?

მიზანი: გონებრივი იერიშით განვაწყო მოსწავლეები ახალი ინფორმაციის მისაღებად

გონებრივი იერიში (Brain storming)
საერთო საკლასო
დამხმარე სასწავლო რესურსი (Power point: პრეზენტაცია) სამუშო რვეული,
მაგნიტური დაფა,
კომპიუტერი.

(5 წთ.)
2
აქტივობა 2.

მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ეკრანზე  ვაჩვენებ Power Point -ში წინასწარ მომზადებულ მასალას: პრეზენტაცია

მიზანი: გავუჩინო მოსწავლეებს ინტერესი სწავლისადმი
დემონსტრირების მეთოდი
საერთო საკლასო
სამუშო რვეული,
მაგნიტური დაფა, პროექტორი,
კომპიუტერი
(15 წთ.)
3
აქტივობა 3.

ტექსტის წაკითხვა და თარგმნა / PB pp. 22 “A journey to adventure”/
მოსწავლეები ინდივიდუალურად წაიკითხავენ, თარგმნიან გაკვეთილის თემის შესაბამის ტექსტს და გამოყოფენ წარსული დროის კონსტრუქციებს, წესიერი და არაწესიერი ზმნების მითითებით. ვინაიდან  აქტივობა ინდივიდუალურია მოსწავლეთა ობიექტურად ჩართვის მიზნით ინსტრუმენტად გამოვიყენებ ე.წ ჩხირებს, რომლებზეც მოსწავლეთა სახელები იქნება მითითებული.

მიზანი: რამდენად სწორად შეძლეს წარსული დროის კონკუსტრუქციების გამოყენება


ინდლივიდუალური
 ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერთან,  
პრაქტიკული მეთოდები
( 15 წთ.)
4
აქტივობა 4. 

ნასწავლი მასალის შეჯამებისა და საბოლოო განმტკიცების მიზნით გამოვიყენებ ელექტრონულ დამხმარე რესურსს.

სასწავლო რესურსი შექმნილია ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის სახით.

ციფრული რესურსის ელექტრონული მისამართია: ციფრული ელექტრონული რესურსი:

მიზანი: მოცემული სასწავლო რესურსი გამოიყენება ახალი მასალის, კერძოდ წარსულ განუსაზღვრელ დროში წესიერი და არაწესიერი ზმნების მართლწერის განმტკიცების მიზნით.

ინდლივიდუალური
 ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერთან,  
პრაქტიკული მეთოდები
(5 წთ.)

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.დ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა).
უცხ.დ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის სტრუქტურულ გრამატიკული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა.
უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
უცხ.დ.VI.22. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად.

შეფასება: მოსწავლეთა შეფასება ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
                  თან ერთვის

დანართი:
მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმი
დაბალი 1-4
საშუალო 5-6
კარგი 7-9
საუკეთესო 10
პირობასთან შესაბამისობა
მოსწავლე ვერ ახერხებს დაიცვას პირობის შინაარსობრივი მოთხოვნები და გამოიყენოს მითითებული კონსტრუქცია.


მოსწავლე ნაწილობრივ იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს და ნაწილობრივ იყენებს მითითებულ კონსტრუქციებს.

მოსწავლე მცირეოდენი შეცდომებით იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს და იყენებს მითითებულ კონსტრუქციას.

მოსწავლე ხარვეზების გარეშე იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს და იყენებს მითითებულ კონსტრუქციას.                   
კომუნიკაციური უნარ ჩვევები
მოსწავლე ვერ ახერხებს გასაგებად და თანმიმდევრულად გადმოსცეს ინფორმაციები, დააზუსტოს როდის რა მოხდა.



მოსწავლე შეცდომებით და არათანმიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს.ნაწილობრივ აზუსტებს როდის რა მოხდა.

მოსწავლე მცირეოდენი ხარვეზებით გადმოსცემს ინფორმაციებს.აზუსტებს როდის რა მოხდა.

მოსწავლე თავისუფლად გასაგებად და თანმიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს.ხარვეზების გარეშე აზუსტებს როდის რა მოხდა.
ლექსიკური მარაგის გამოყენება
მოსწავლე ვერ ახერხებს სათანადოდ გამოიყენოს ახლად შესწავლილი სიტყვები და გამოთქმები.

მოსწავლე ნაწილობრივ და შეცდომებთ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს.

მოსწავლე საშუალო დონეზე იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს.

მოსწავლე მაღალ დონეზე და სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს.

გრამატიკული სტრუქტურის დაცვა
ამბების,ფაქტების გადმოცემისას მოსწავლე ვერ ახერხებს გამოიყენოს შესაბამისი ზმნის ფორმები: აწმყო,წარსული და მომავალი დროის გამოსახატად.

მოსწავლე ამბების, ფაქტების გადმოცემისას ერთმანეთში ურევს შესაბამის ზმნის ფორმებს: აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად.

მოსწავლეს მცირეოდენი შეცდომები ეპარება ამბების, ფაქტების გადმოცემისას და მცირეოდენი ხარვეზები აქვს შესაბამისი ზმნის ფორმების გამოყენებისას: აწმყო,წარსული და მომავალი დროის
გამოსახატად.

მოსწავლე ამბების,ფაქტების გადმოცემისას ხარვეზების გარეშე იყენებს შესაბამის ზმნის ფორმებს: აწმყო,წარსული და მომავალი დროის გამოსახატად.



ხელმოწერა: ნ. დემეტრაშვილი
თარიღი: 6 აპრილი, 2018 წელი


No comments:

Post a Comment